ფეხბურთი

0:26 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი: “ქართულ ფეხბურთში არ არსებობს სისტემა”

სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ხელმძღვანელებსა და კლუბის გულშემატკივრებს შეხვდა. შეხვედრამდე კობიაშვილმა “ზესტაფონის” ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

“ვფიქრობ კლუბებისა და მათი გულშემატკივრების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა ჩაერთოთ. თქვენი რჩევები, თქვენი შენიშვნები უნდა იყოს გათვალისწინებული. რა ხდება თქვენს ქალაქში, რა ხდება თქვენს კლუბში. როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება. ამიტომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მოვისმინო თქვენი პოზიციები.

საერთოდ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული საფეხბურთო ნიჭით არ გამოვირჩეოდი, ვიყავი გუნდური მოთამაშე და ჩემს შესაძლებლობებს ყოველთვის წარმოვაჩენდი გუნდთან ერთად და ასე ჩემს სამომავლო მუშაობას მოედანს მიღმაც. მე არ მინდა ერთპიროვნული მართველობა, როდესაც მხოლოდ პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის გადასაწყვეტია ესა თუ ის საკითხი. აუცილებელია სისტემის შექმნა, რომელშიც ყველა ადამიანის აზრი მნიშვნელოვანი იქნება” – აღნიშნა კობიაშვილმა.

შეხვედრას საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” წარმომადგენელი სერგო ფუტკარაძე უძღვებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ზესტაფონს” თავისუფალი აზრის გამო დევნიან, სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კი “ზესტაფონი” ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი იქნება.

გთავაზობთ შეხვედრის სრულ ვერსიას, რომელიც “ზესტაფონის” პრესსამსახურმა გაავრცელა.

https://www.youtube.com/watch?v=2YCHfMUntJc

0.095727