რაც სეზონი დაიწყო, ევროპის ლიგიან-ბუნდესლიგიანად, “დორტმუნდმა” ყველა მატჩი მოიგო. აქედან 5 ბუნდესლიგაში და ხუთივე დამაჯერებლად. რაკეტასავით სწრაფია თომას ტუხელის გუნდი, აკი”ლევერკუზენსაც” შავი დღე აყარეს, 3:0 მოუგეს და სამი ამდენი შანსიც გაუფუჭდათ.
ჯერ იონას ჰოფმანმა ისარგებლა ბერნდ ლენოს შეცდომით, რომელიც ცუდად გამოვიდა კარიდან. 1:0 ასე გახდა. მერე შინჯი კაგავამ ოდნავ დაასწრო ბერძენ მცველ კირიაკოს პაპადოპულოსს და ნელი დარტყმით გაზარდა სხვაობა, ხოლო ბოლოს გაბონელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გამოიყენა.
”დორტმუნდი” ლიდერობს და ისე, ცოდო კია, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში რომ არაა.
მოიგო დორტმუნდის მეზობელმა “შალკემაც”. გელზენკირხენელებმა გასვლაზე 1:0 აჯობეს “შტუტგარტს”, ახალგაზრდა ლეროი სანემ კი მშვენიერი გოლი მიითვალა: საჯარიმოს სიღრმეში მიიღო ბურთი, მცველს ფინტებით გაუსწორდა და მეკარეს აუღებელი დაურტყა.
“შტუტგარტი”, “გლადბახის” მსგავსად, ბოლო ადგილზეა 0 ქულით. ისე კი, ცუდად არ უთამაშიათ შტუტგარტელებს და მეტოქზე მეტი მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში ვერ ვარგობენ.
კიდევ ერთ შეხვედრაში “აუგსბურგმა” ტრავმებით დაუძლურებულ “ჰანოვერს” 2:0 მოუგო. ეს აუგსბურგელთა პირველი გამარჯვებაა მიმდინარე ბუნდესლიგაში.
შტუტგარტი-შალკე 0:1 (0:0)
შტუტგარტი: ტიტონი, ბაუმგატლი, ინსუა (რუპი 87), კლაინი, სუნიჩი, გენტნერი, კოსტიჩი, სერეი, მაქსიმი (დიდავი 66), ტიმო ვერნერი (ჰარნიკი 74), გინჩეკი
მწვრთნელი: ალექსანდრ ცორნიგერი
შალკე: ფერმანი, აიგო, კაისარა, მატიპი, გაისი, გორეცკ,ა ნოიშტადტერი, დი სანტო, მაქს მაიერი (ჰიოვედესი 89), ლეროი სანე (ჰიობერგი 63), ჰუნტელაარი (ჩუპო-მოტინგი 71)
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი
გოლი: 0:1 სანე (53)
გაფრთხილება: კლაინი (20), ინსუა (44), დი სანტო (50), სანე (52), აოგო (61), სუნიჩი (75)
მსაჯი: გრეფე
ბურთის ფლობა: 52-48, დარტყმა: 26 (9) – 10 (6), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 5-9, ჯარიმა: 11-18
აუგსბურგი-ჰანოვერი 2:0 (2:0)
აუგსბურგი: ჰიტცი, ჰონგი, კლავანი, სტაფილიდისი, ვერჰაეგი, კუ, ალტინტოპი (კალსენ ბრაკერი 83), კორი, რობი ვერნერი (ჯი 70), ეშვაინი (ფოილნერი 46), მატავჟი
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
აუგსბურგი: ცილერი, ალბორნოსი, მარსელო, ჰიროკი საკაი, შულცი, ანდრეასენი, ზორგი (კლაუსი 68), კიოტაკე (ერდინქი 70), პრიბი (კარამანი 44), სალიფ სანე, სობეხი
მწვრთნელი: მიხაელ ფრონცეკი
გოლები: 1:0 ეშვაინი (29), 2:0 ვერჰაეგი (32 პენ)
გაფრთხილება: ზორგი (23), მარსელო (31), ვერჰაეგი (33), შულცი (71), ანდრეასენი (88)
მსაჯი: დინგერტი
ბურთის ფლობა: 48-52, დარტყმა: 17 (8) – 16 (2), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-6, ჯარიმა: 11-13
დორტმუნდი-ლევერკუზენი 3:0 (1:0)
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, ჰუმელსი, სოკრატისი, შმელცერი, ვაიგლი, კაგავა, გიუნდოგანი, ჰოფმანი (იანუზაი 64), მხითარიანი (რამოსი 81), ობამეიანგი (კასტრო 88)
მწვრთნელი:Lტომას ტუხელი
ლევერკუზენი: ლენო, დონატი, პაპადოპულოსი, ტა, ვენდელი, ბელარაბი (ჰენრიკსი77), კამპლი, ჩალჰანოღლუ, კრამერი (ბრანდტი 46), კისლინგი (მეჰმედი 46), ჩიჩარიტო
მწვრთნელი: როჯერშმიდტი
გოლები: 1:0 ჰოფმანი (18), 2:0 კაგავა (57), 3:0 ობამეიანგი (74 პენ)
გაფრთხილება: კამპლი (41), სოკრატისი (61), პაპადოპულოსი (71), ვენდელი (73)
მსაჯი: აითექინი
ბურთის ფლობა: 56-44, დარტყმა: 22 (10) – 7 (3), კუთხური: 3-1, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-7, ჯარიმა: 9-17