ფეხბურთი

19:19 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა. მეხუთე ტურის წინ

ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ცენტრალური მატჩი კვირას გაიმართება, როცა "დორტმუნდი" "ლევერკუზენს" უმასპინძლებს. "სიგნალ იდუნა პარკი" ისევ გადაჭედილი იქნება, მაგრამ საკითხავია, ისევ გოლების ფეიერვერკს მოაწყობს თუ არა თომას ტუხელის გუნდი. "დორტმუნდი" საოცრად შედეგიანია, თითო მატჩში 4 გოლი გამოწერილივით აქვს.

მართალია, "ლევერკუზენმა" წინა ტურში წააგო "დარმშტადთან", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დორტმუნდში რაიმეს იოლად დათმობენ. მოკლედ, ძალიან დაძაბული და ამასთან, სანახაობრივი ფეხბურთი გველის: ორივე გუნდი შეტევაზეა ორინტირებული.

"დარმშტადტი" ვახსენეთ და ბუნდესლიგის დებიუტანტ კლუბს 4 ტურში ერთი წაგებაც კი არ განუცდია. ამჯერად კი მთელ ქალაქში დიდი აჟიოტაჟია - იქ "ბაიერნი" ჩადის...

სხვა საინტერესო მატჩებიცაა და ვნახოთ, როგორ წარიმართება.

18 სექტემბერი

მაინცი-ჰოფენჰაიმი

ტრავმა: ბაისტერი, ფრაი, სოტო (მაინცი); ჰამადი, ჰერდლინგი (ჰოფენჰაიმი)

მსაჯი: შიბერტი

19 სექტემბერი

ვოლფსბურგი-ჰერტა

ტრავმა: კასტელსი, ფელიპე, ვიერინია, სავადა, აზაუი, შტოლცე (ვოლფსბურგი); გერსბეკი, ბრუქსი, პეკარიკი, ბერენსი, ბენ-ჰატირა, კოლსი, რონი, შიბერი, ალაგუი (ჰერტა)

მსაჯი: პერლი

ჰამბურგი-აინტრახტი

ტრავმა: ჰირცელი, მარკოსი (ჰამბურგი); ბალაიევი, ანდერსონი, ჩანდლერი, კიტელი, ბუნიაკი (აინტრახტი)

მსაჯი: შტარკი

ვერდერი-ინგოლშტადტი

ტრავმა: ჰუსიჩი, ვოლფი, ბუსხი, სანდერი, იუნუზოვიჩი, ფონ ჰააკი, ლორენცენი, ილდირიმი (ვერდერი); ორტაგი, დამილო, კოენი, მულთაუპი (ინგოლშტადტი)

მსაჯი: დანკერტი

კიოლნი-გლადბახი

ტრავმა: მავრაი (კიოლნი); დომინგესი, ჰერმანი, ჯონსონი, შტრანცლი (გლადბახი)

მსაჯი: ბრიხი

დარმშტადტი-ბაიერნი

ტრავმა: პლატინსი, ვემბახერი, ფინგერი, კაზიმი, შტარკი (დარMსტადტი); ბადშტუბერი, შტარკე, რობენი, რიბერი, ხავი მარტინესი, გრინი, ბენატია, გაუდინიო, კურტი (ბაიერნი)

მსაჯი: ცვაიერი

20 სექტემბერი

შტუტგარტი-შალკე

ტრავმა: ლანგერაკი, რალფ კრუზე, ვანიცეკი (შტუტგარტი); გიფერი, ნიუბელი, სანტანა, კერჰერი, ნასტასიჩი, უჩიდა, კევინ-პრინს ბოატენგი (შალკე)

მსაჯი: გრეფე

დორტმუნდი-ლევერკუზენი

ტრავმა: დურმი, შაჰინი, ბიონმანი (დორტმუნდი); იედვაი, ტოპრაკი, არანგისი, ლარს ბენდერი (ლევერკუზენი)

მსაჯი: აითექინი

აუგსბურგი-ჰანოვერი

ტრავმა: გელიოსი, ფრამბერგერი, კურცი, ოპარე, კაიუბი, ეკინი, რაინტალერი, პარკერი, შუსტერი, ბობადილია (აუგსბურგი); რუდლინგერი, ანტონი, რანკოვიჩი, ტაიჩგრიობერი, ბიორე, ბეხი, დირსენი, ერნსტი, ჰირში, სულეიმანი, შმიდებახი (აუგსბურგი)

მსაჯი: დინგერტი

ამ ტურში დისკვალიფიცირებული არავინაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11099