კალათბურთი

10:20 | 18.09.2015 | ნანახია 901 - ჯერ

რეზო  დიდია  ,,ოლიმპში’’  გადავიდა

სუპერლიგის ერთ-ერთი გამოცდილი კალათბურთელი, ფორვარდი რეზო დიდია (26. 12 .87,201.) ,,ოლიმპში’’ ითამაშებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ დიდიამ ზედიზედ ოთხი სეზონი ,,ქუთაისი-2010’’ გაატარა. ამ გუნდიდან წასვლის შემდეგ, რეზო ,,დინამოში’’ თამაშობდა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად საქართველოს თასი მოიგო, ხოლო ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:45 | 18.09.2015
dato567 (138)

ეჰ, ქუთაისში მინდოდა დაბრუნებულიყო. წარმატებები ახალ გუნდთან ერთად!

13:42 | 18.09.2015
levani82 (41682)

რეზო წარმატებები

0.062687