ჩოგბურთი

11:30 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პენეტა “US Open”-ის ჩემპიონია

“ამერიკის ღია პირველობის” ფინალში იტალიელმა ფლავია პენეტამ თავის თანამემამულე რობერტა ვინჩი 7:6 6:2 დაამარცხა და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ფლავიამ 7:4 იმარჯვა. მეორე სეტში კი პენეტა 4:0 დაწინაურდა და საბოლოოდ შანსიც ხელიდან არ გაუშვა. პენეტას 4 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ვინჩიმ ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ორივე ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალში პირველად იმყოფებოდა.

პენეტამ ფინალამდე გაიდიშოვა, ნიკულესკუ, ცეტკოვსკა, სტოსუსი, კვიტოვა და ჰალეპი ჩამოიშორა.

პენეტა-ვინჩის ფინალური შეხვედრის მნიშვნელოვანი მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=mbiEoqTNhx0

0.133609