ფეხბურთი

11:41 | 12.09.2015 | ნანახია 1363 - ჯერ

ვაწაძე და სხირტლაძე დამარცხდნენ, ჰუფნაგელმა მოიგო

დანიის საფეხბურთო სუპერლიგის მე-8 ტურში, “ორჰუსმა”, სადაც ქართველი ფორვარდები მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე გამოდიან, სტუმრად “ჰობროსთან” 1:2 წააგო.

ვაწაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. სხირტლაძე სათადარიგოთა შორის იჯდა, მაგრამ არ უთამაშია.

“ჰობრომ” ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა და თავი გიოკჩან კაიამ გამოიჩინა, ხოლო 45-ე წუთზე თომას ჰანსენმა საპასუხო გოლი გაიტანა. 89-ე წუთზე, მასპინძელმა მარტინ მიკელსენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ორჰუსს” 10 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-6 ადგილი უკავია.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-6 ტურში, “ფრაიბურგი” “კაიზერსლაუტერნს” ეწვია და 2:0 აჯობა. ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ფრაიბურგელებში 78-ე წუთიდან ითამაშა. სტუმრებმა “კაიზერსლაუტერნის” კარი 72-ე და 78-ე წუთებზე აიღეს – გოლები ამირ აბრაშიმ და ნილს პეტერსენმა გაიტანეს. “ფრაიბურგი” 15 ქულით 18 გუნდში მეორეა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-6 ტურში, “პარიზმა” გასვლაზე “კლერმონთან” 1:1 ითამაშა. მარცხენა მცველი ამირან სანაია პარიზელთა 18-კაციან განაცხადში კვლავ არ იყო. 26 წლის ქართველს მიმდინარე სეზონში “პარიზში” არ უთამაშია. პარიზელებს 8 ქულით 20 გუნდში მე-11 ადგილი უკავიათ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:10 | 13.09.2015
KGT66 (84)

ჰუფნაგელის ნაკრებში გამოძახება მგონი ზედმეტი არ იქნება... თამაშს უყურე და აი ის ნახევარმცველია რომელიც ნაკრებს ჭირდება, ჯანოს სტილი... კარგი ბიჭია და კარგად გამოიყურება!

18:53 | 12.09.2015
Levan911 (2406)

ვაწაძის იმედი მაქვს. მეტ შანსს იმსახურებს ნაკრებში. ჰუფნაგელიც. მეორე ბუნდესლიგა საქართველოს ჩემპიონატზე ერთი თავით მაღლაა. თან ადრე მისი ტამაში რო ვნახე ზუსტად ისეთია ჩვენ რო გვჭირდება, შეტევის ჩაშლაც შეუძლია და წამოწყებაც. ცენტრში ჯანოსთან ერთად ბომბი იქნება

12:48 | 12.09.2015
gerard888 (1536)

ჰუფნაგელი კაი ბიჭია.

0.064059