თამაშგარე

11:27 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩოლინა და სილვიოს “ნაბადი”

მობერებულ-მოფამფალებული იტალიელი პორნო-ვარსკვლავი ჩიჩოლინა, როგორც იცით, იტალიური “მილანის” დიდი ქომაგია და როგორც ავი ენები ამბობენ, ამ კლუბის ტრფობა ჩიჩოლინას გულში მას შემდეგ ჩაუვარდა, რაც სილვიო ბერლუსკონისთან სარეცელი გაიზიარა და თავისი სექსის ტექნიკა დონ სილვიოზე გამოსცადაო.

ერთი პერიოდი, ჩიჩოლინა თავისი თავდაუზაოგავი შრომით მოპოვებული დანაზოგის ”მილანში” დაბანდებასაც კი აპირებდა, აქაოდა სხვებმაც მე მომბაძონ და არ ინანებენო, მაგრამ ერთი თენგის სიგუას შემოტანილი კენიური ხორცი არ უნახავს ქართველ ერს და მეორე მილანელ ტიფოზებს არ უგემიათ ჩიჩოლინას ფულის მოტკბო გემო.

ისე, ჩიჩოლინამ უნდა თქვას, გავლენა და გაქანება მე მქონიაო. ამ მრავლის მნახველმა და ათას პრობლემებზე გადანავლებმა ქალმა იმდენი მოახერხა, რომ იტალიის პარლამენტის წევრიც კი იყო და ეს მაშინ, როდესაც სილვიო ბერლუსკონის ზეობის ჟამი იდგა და თავისი გავლენების დიდი ნაბადი ბეჭზედ ჰქონდა წაფარებული.

0.096935