ვთბ ლიგაში მოასპარეზე ,,ვითამ“ ორი ამერიკელი ლეგიონერი უკანახაზელი პიეირა ანრი და მძიმე ფორვარდი დარიუს კარტერი დაიმატა. ეს ინფორმაცია საკალათბურთო კლუბმა ,,ვითამ“ თავის Facebook- გვერდზე გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელებამდე ,,ვითას” კონტრაქტი უკვე ჰქონდა გაფორმებული 5 სპორტსმენთან: ნოდარ (ლევან) შენგელიასთან, ბექა წივწივაძესთან, მერაბ ბოქოლიშვილთან, ირაკლი ჩლაიძესა და რალსტონ ტერნერთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეისათვის ,,ვითაში“ უკვე 7 სპორტსმენი ირიცხება. გუნდის დაკომპლექტება გრძელდება.









