ფეხბურთი

2:01 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: “შედეგითაც და თამაშითაც კმაყოფილნი ვართ”

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა შოტლანდიასთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“გახარებულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. თამაშითაც კმაყოფილნი ვართ და შედეგითაც, როდესაც ორივეა ძალიან სასიამოვნოა.

ეს გამარჯვება ირლანდიასთან მატჩისთვის ძალიან წაგვადგება, რადგანაც მეტი სტიმული გვექნება და საკუთარ ძალებში უფრო დარწმუნებულნი ვიქნებით”, - აღნიშნა კაპიტანმა.

28 წლის ფეხბურთელმა ორიოდე სიტყვა თავის ახალ კლუბზეც გააკეთა.

“ჯერჯერობით “რეიმსს” შეუჩვეველი ვარ. ადაპტაციის პერიოდი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – დაასრულა ჯაბამ საუბარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111514