ფეხბურთი

14:22 | 3.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საარჩევნო ხმის არმქონე კლუბებმა ფედერაციაში განცხადება შეიტანეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 13 კლუბს აქვს, დანარჩენები კი ამ უფლების მოსაპოვებლად იბრძვიან და სფფ-ში განცხადებაც შეიტანეს.

„საჩხერის „ჩიხურამ“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიტანა მოთხოვნა ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე, მაგრამ მაშინ უარი გვითხრეს. ახლა ისევ ვცდით და იმედია, შედეგს მივაღწევთ. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა ეთქვას უარი „ჩიხურას“, ერთ-ერთ წარმატებულ ქართულ კლუბს, უარი ფედერაციის წევრობაზე. თუმცა, ცხადია, არც ისაა გამორიცხული, აღმასკომმა კვლავ უარი გვითხრას. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას იმ კანდიდატს დავუჭერთ, რომელიც ქართულ ფეხბურთს ფეხზე დააყენებს“, - განაცხადა საჩხერის „ჩიხურას“ დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.

„ვფიქრობ, ფედერაციის წევრობისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს თუ პირველში. პირველი ლიგაც, სადაც „ბორჯომი“ ასპარეზობს, საქართველოს ჩემპიონატია და, ვფიქრობთ, წევრობა და ხმის უფლება ჩვენც გვეკუთვნის. დაველოდებით პასუხს ფედერაციიდან და ვიმედოვნებთ, საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება მოგვეცემა“ - თქვა „ბორჯომის“ დირექტორმა რომან კურტანიძემ.

pia.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083213