ფეხბურთი

21:43 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნესტა სამწვრთნელო კარიერას ამერიკიდან იწყებს

ახლო წარსულში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა ამერიკის შეერთებული შტატების რანგით მესამე ლიგის ბინადარ “მაიამის” გაწვრთნის. ამის შესახებ აღნიშნული გუნდის ვებგვერდი იუწყება.

“ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი ვიყო აქ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “მაიამიმ” პირველი ლიგის საგზური მოიპოვოს”, - თქვა ნესტამ.

აღსანიშნავია, რომ “მაიმის” წილის მესაკუთრე ნესტას ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი პაოლო მალდინია.

“ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ ალესანდროს აქ ყოფნის გამო. იგი ჩემი ყოფილი თანაგუნდელია და ჩვენ ახლაც მეგობრები ვართ. მჯერა, “მაიამის” ფეხბურთელებისთვის ნესტა დიდი სტიმული იქნება”, - თქვა მალდინიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116212