ფეხბურთი

21:35 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დრაქსლერი “ხუმარა” აღარაა

გერმანიის ნაკრებისა და აწ უკვე “შალკეს” ყოფილი შემტევი ნახევარმცველის იულიან დრაქსლერის სატრანსფერო საგას წერტილი ოფიციალურად დაესვა. 20 წლი ფეხბურთელი ამიერიდან “ვოლფსბურგის” რიგებში ითამაშებს. ამის შესახებ “მგლების” ვებგვერდი გვამცნობს. თუ რა თანხა დაუჯდა გერმანიის ვიცე-ჩემპიონს ტალანტის გადაბირება არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ დრაქსლერმა ახალ გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ვოლფსბურგი” უკანასკნელ დღეებში ორმა ლიდერმა, ივან პერიშიჩმა და კევინ დე ბრუინმა დატოვეს და გასაკვირი არაა, რომ დიტერ ჰეკინგის გუნდმა მათი შემცვლელი მალევე იპოვა.

“ვოლფსბურგამდე” “შალკეს” ექსფეხბურთელს აქტიურად ტურინის “იუვენტუსსაც” უკავშირებდნენ, თუმცა ნახევარმცველმა სამშობლოში დარჩენა ამჯობინა.

იულიან დრაქსლერმა “შალკეს” მაისურით ჯამში 169 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113477