ფეხბურთი

0:24 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს "სამხრეთამერიკული" გამარჯვება

საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-4 ტური დასრულდა.

“სენტ ეტიენისა” და “ბასტიას” მატჩის მე-4 წუთზე წითელი ბარათი “ბასტიას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჯიკუმ მიიღო. მასპინძლებმა რიცხვობრივი უპირატესობა გამოიყენეს, მათ შეტევებს შედეგი მე-20 წუთზე მოჰყვა. “სენტ ეტიენის” მცველი ლოიკ პერინი კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში იმყოფებოდა, როდესაც მეტოქე ფეხბურთელის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

35-ე წუთზე “ბასტიამ” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. შეტევაში წასულმა “სენტ ეტიენის” მცველმა ასუა-ეკოტომ პოზიცია დაკარგა, სტუმრები მექტოქის ნახევარზე სწრაფად გადავიდნენ და ასუო-ეკოტოს არ ყოფნით გათავისუფლებული ზონა გამოიყენეს, კამანოს პასით კაჰუზაკი მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, თუმცა მის დარტყმას ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

შესვენებამდე ანგარიში გათანაბრდა. კულიბალი-კამანო-დანიკის მოქმედებას დანიკის გოლი მოჰყვა. “ბასტიამ” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, გოლი კი ლემოინეს შეცდომის შემდეგ გავიდა, დანიკმა მახვილი კუთხიდან გაიტანა.

გამარჯვების გოლი ეისერიკის ანგარიშზეა. მან მარჯვენა ფეხით საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ჰანსენს შანსი არ დაუტოვა.

73-ე წუთზე მსაჯმა “ბასტიას” კიდევ ერთი ფეხბურთელი – კამანო გააძევა. 9 მოთამაშით დარჩენილი გუნდისთვის ანგარიშის გათანაბრება შეუძლებელი აღმოჩნდა.

“ბორდომ” 2:0 დაამარცხა “ნანტი”. პირველი ტაიმის მიწურულს ჰაზრიმ გაიტანა, მეორე ტაიმის მიწურულს კი 19 წლის სერბმა მილან გაჟიკმა.

ამ მატჩშიც ვიხილეთ გაძევება. 51-ე წუთზე “ნანტის” ალბანელმა ნახევარმცველმა ემირ ლენჟანიმ მიიღო წითელი ბარათი.

ტური მონაკოში მოულოდენლად დასრულდა. ლორან ბლანის გუნდმა "ლუი მეორეზე" 3:0 მოიგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ურუგვაელმა კავანიმ დუბლი შეასრულა, მან ჯერ თავით, შემდეგ კი ფეხით გაიტანა. ორივე შემთხვევაში მეტოქის საჯარიმოში მოქმედებდა. სამხრეთამერიკელს გოლის კარგი ალღო აქვს, რაც "მონაკოსთან" თამაშში გამოიყენა.

მატჩის მიწურულს ცვლილებაზე გამოსულ დი მარიას პასით ლავეციმ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ოთხი ტურის შემდეგ პსჟ ჩემპიონატის ერთადერთი ლიდერი გახდა.

სენტ ეტიენი – ბასტია 2:1

სენტ ეტიენი, “ჟოფრი გიშარდი”

სენტ ეტიენი: რუფიე, ასუო-ეკოტო, პოგბა, პერინი, კატერინე, კლემენტი, ლემოინე (დიომანდე 64), ჰამუმა (მუპეი 63), ბაჰებეკი (მონე-პაკე 46), ეისერიკი, რუქსი

მთავარი მწვრთნელი: გალტიე

ბასტია: ჰანსენი, ჯიკუ, პეიბერნსი, სკილაჩი, პალმიერი, კაჰუზაკი, ფოფანა, დანიკი (დიალო 69), კამანო, კულიბალი (მოდესტო 59), აიტი

მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი

გოლები: 1:0 პერინი (20), 1:1 დანიკი (41), 3:1 ეისერიკი (62)

მთავარი მსაჯი: ანტონი გოტიე

გაფრთხილება: კულიბალი (51), კლემენტი (82)

გაძევება: ჯიკუ (4), კამანო (73)

ბორდო – ნანტი 2:0 (1:0)

ბორდო, “შაბან-დელმასი”.

ბორდო: კარასო, პუნჟე, პალოისი, იამბერე, გაჟიკი, მაურის-ბელაი (ბიოგო პოკო 72), საივე, შანტომი, ჰაზრი (როლანი 81), ტურე, კრიველი (თელინი 62)

მთავარი მწვრთნელი: სანიოლი

ნანტი: რიუ, დუბოისი, ჯიჯი, დუქსი, ლენჟანი, ტურე, ტომასონი (სალა 46), ბედოია, რონიე (გომისი 46), სიგთორსონი (ბამუ 63), ადელი

მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი

გოლები: 1:0 ჰაზრი (45+2), 2:0 გაჟიკი (87)

მთავარი მსაჯი: კლემენტ ტურპინი

გაფრთხილება: შანტომი (23), დუბოისი (36), კრიველი (36), ლენჟანი (45+3), იამბერე (53), ტურე (65)

გაძევება: ლენჟანი (51)

მე-40 წუთზე ჰაზრიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

მონაკო – პსჟ 0:3 (0:0)

მონაკო, “ლუი II”

მონაკო: სუბასიჩი, რიკარდო კარვალიო, რაჯი, ეჩიეჟილე, ფაბინიო, ტულალანი, ლემარი (ივან კარვალიო 70), სილვა, ტრაორე, ელ შაარავი (კარილო 66), მარტიალი

მთავარი მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

პსჟ: ტრაპი, მაქსველი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, ორიე, მატუიდი, მოტა, მოურა (დი მარია 66 ), იბრაჰიმოვიჩი, კავანი, ვერატი (მარკინიო 81)

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

გოლები: 0:1, 0:2 კავანი (57, 73), 0:3 ლავეცი (83)

მთავარი მსაჯი: ბენოი ბასტიენი

გაფრთხილება: ტიაგო სილვა (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111942