კალათბურთი

16:44 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითამ” ამერიკელი უკანახაზელი დაიმატა(+VIDEO)

ახლადაღორძინებულმა საკალათბურთო კლუბმა “ვითამ” 23 წლის ამერიკელი უკანახაზელი რალსტონ ტერნერი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კალათბურთელი ქართულ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ტერნერი North Carolina State-ის კოლეჯის გუნდში თამაშობდა.

ბოლო ორ სეზონში ტერნერის სტატისტიკა:

2013-14 – 10.5 ქულა და ზუსტი სამიანების პროცენტი 73.3.

2014-15 – 12.8 ქულა, 3.3 მოხსნა, 83.8 პროცენტის სიზუსტით ისვრის საჯარიმოებს.

ამ დროისთვის “ვითაში” ოფიციალურად 4 კალათბურთელი ირიცხება: ბექა წივწივაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ნოდარ (ლევან) შენგელია და რალსტონ ტერნერი.

ტერნერის 2014-15 –ის საუკეთესო მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=Z7bRvips9II

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114247