ფეხბურთი

14:24 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი პოლონეთში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აწ უკვე დანიური “ოდენსეს” ყოფილი თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასის ბინადარ “პოგონში” გააგრძელებს. ამის შესახებ პოლონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

29 წლის ფორვარდმა “პოგონთან” 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლადოსთვსის პოლონეთში თამაში უცხო არაა. იგი 2011-2014 წლებში ვარშავის “პოლონიასა” და “ლეგიას” ღირსებას იცავდა და აღსანიშნავია, რომ პოგონელთა კარში ოთხი გოლი აქვს გატანილი. ჯამში კი პოლონეთის ექსტრაკლასში ლადოს 62 მატჩში 25 გოლი გაუტანია.

დვალიშვილის პოლონეთის ჩემპიონატი იმავე “ლეგიას” რიგებში ორჯერ მოუგია. გარდა ამისა, მოგებული აქვს ისრაელისა და საქართველოს პირველობებიც.

ბოლოს ქართველი ფეხბურთელი დანიურ “ოდენსეში” ირჯებოდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. რაც შეეხება “პოგონს”, ეს გუნდი ექსტრაკლასში 6 ტურის შემდეგ 10 მოპოვებული ქულით მე-7 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113469