კალათბურთი

10:53 | 28.08.2015 | ნანახია 1003 - ჯერ

15-წლამდელთა ნაკრებმა ვალმეირას საერთაშორისო ტურნირი მოგება-წაგებით გახსნა

ლატვიაში შეკრებაზე მყოფი საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ვალმეირას საერთაშორისო ტურნირში ჩაება.

სანამ აღნიშნულ ქალაქში ჩავიდოდა, ირაკლი ტომარაძისა და თემურ კანკიას გუნდმა 2 სპარინგ-მატჩი გამართა ქალაქ მადონაში. ჯერ მადონას გუნდს სძლია, შემდეგ – პარდაუგავას.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს, გათამაშების ფორმატის თანახმად თითო გუნდს დღეში 2 მატჩის გამართვა უწევს.

ქართველებმა ტურნირის პირველ დღეს, 27 აგვისტოს ერთი მატჩი მოიგეს, ხოლო მეორე – დათმეს. პირველ შეხვედრაში საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში - 43:49 წააგო კლუბ “კრეტინგოსთან“, ხოლო მეორეში იოლ გამარჯვებას მიაღწია მასპინძლების გუნდთან. “ვალმეირასთან“ მატჩი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა 91:47 მოიგო.

28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ჯგუფის დარჩენილ ორ წევრთან შეხვედრებს გამართავს: ჯერ ლატვიურ “იეკაბლისს“ ეთამაშება, შემდეგ კი – ფინურ “კერევას“.

www.gbf.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:25 | 28.08.2015
ogafa (10220)

წარმატებები

0.06408