იტალიური "ემპოლისა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სექტემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი წერს.
"ჯვაროსნები" 4 სექტემბერს "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს დაუხვდებიან, ხოლო სამი დღის შემდგომ დუბლინში ირლანდიას ესტუმრებიან.
25 წლის მჭედლიძეს აქამდე ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსება 24 მატჩში დაუცავს და 2 გოლი გაუტანია. მათ შორის ერთი 2007 წელს, "სქოთების" კარში.