ბრაზილიელი მკერდ-ბარძაყდალოცვილი მოდელი, ალინა ლიმა მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნამეტნავად პოპულარულია როგორც ბრაზილიაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მაინც ხშირად ეშლებათ მის თანამემამულე და თანამოგვარე ცნობილ მოდელ ადრიანა ლიმაში.
აქ ბუნებრივია საუბარი არაა გარეგნულ მსგავსებაზე, რადგან ორივე ასული ინდივიდუალური სილამაზით გამოირჩევა. უბრალოდ, ადრიანა ლიმას პოპულარობამ უკვე იმდენად გაიდგა ფესვი, რომ საკმარისია მოდელის პროფესიის პარალელურად გვარი ”ლიმა” ახსენო, რომ გინდა თუ არა, სწორედ ადრიანასთან კეთდება ასოციაცია.
ამ დროს ალინა ლიმა უკვე ის ქალია, რომელსაც ტრფობა და მკერდთა დატოლება ქალთა გულთამპყრობელმა, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმაც კი სთხოვა, მაგრამ ალინა ლიმასგან ცივი უარი მიიღო, რაც რა თქმა უნდა ამ უკანასკნელის მხრიდან დიდ თვითშეფასებაზეც მეტყველებს.







