ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ტომარაძისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა მოზარდებმა პარდაუგავას თანატოლთა გუნდს 44 ქულით – 94:50 სძლიეს.
ქართველებმა ლატვიაში პირველი მატჩი ქალაქ მადონას გუნდს 65:57 მოუგეს. ეს გახლდათ 2 მოსამზადებელი შეხვედრა ქალაქ ვალმეირას ტურნირისთვის. საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ვალმეირაში დღეს გადაინაცვლებს, სადაც 5-გუნდიან საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
აბა,თქვენ იცით,წარმატებები...