ფეხბურთი

22:42 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გეგუჩაძისთვის დადებითი, სოსიაშვილისთვის - დაძაბული

საქართველოს 2014-15 წლების სეზონის სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა გია გეგუჩაძემ და უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

“თამაშს შევაფასებდი დადებითად, ორივე გუნდი ცდილობდა ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას. მატჩში იყო ლამაზი და კარგი ეპიზოდები.

“დინამო” ახალგაზრდული კლუბია, მეტოქე კი გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს ფაქტორი მოქმედებდა, რაც საბედნიეროდ დავძლიეთ” – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი მომენტების გამოუყენებლობაზე გააკეთა:

“დაძაბული თამაში იყო. ორივე გუნდი შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა. კარგი იქნება, თუ მსგავსი მატჩები ხშირად გაიმართება.

სამწუხაროდ, მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. წარმატებას ვგეგმავდით, თუმცა დავმარცხდით. იმედი მაქვს, რეაბილიტაციას ეროვნულ ჩემპიონატში შევძლებთ” – აღნიშნა უჩა სოსიაშვილმა.

საქართველოს სუპერთასის მატჩი, რომელიც დღეს გაიმართა, თბილისის “დინამოს” გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

0.114572