ფეხბურთი

15:42 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოლერმა ავსტრიელთა შემადგენლობა დაასახელა

ავსტრიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა ევრო-2016-ს შესარჩევ ციკლში 5 სექტემბერს სახლში მოლდოვის და 8 სექტემბერს სტუმრად შვედეთის ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ინტერნეტპორტალ derstandard.at-ის ინფორმაციით, კოლერმა შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:

მეკარეები: რობერტ ალმერი (“აუსტრია”), ჰაინც ლინდნერი (“აინტრახტი”, ფრანკფურტი, გერმანია), რამაზან ეზჯანი (“ინგოლშტადტი”, გერმანია).

მცველები: ალექსანდრ დრაგოვიჩი (“დინამო”, კიევი, უკრაინა), კრისტიან ფუქსი (“ლესტერი”, ინგლისი), გეორგი გარიჩი (“დარმშტადტი”, გერმანია), სებასტიან პროდლი (“უოტფორდი”, ინგლისი), მარკუს ზუტნერი (“ინგოლშტადტი”, გერმანია), კევინ ვიმერი (“ტოტენჰემი”, ინგლისი).

ნახევარმცველები: დავიდ ალაბა (“ბაიერნი”, გერმანია), მარკო არნაუტოვიჩი (“სტოკ სიტი”, ინგლისი), იულიან ბაუმგარტლინგერი (“მაინცი”, გერმანია), მარტინ ჰარნიკი (“შტუტგარტი”, გერმანია), შტეფან ილზანკერი, მარსელ საბიტცერი (ორივე “ლაიფციგი”, გერმანია), იაკობ იანტშერი (“ლუცერნი”, შვეიცარია), ზლატკო იანუზოვიჩი (“ვერდერი”, გერმანია), კრისტოფ ლეიტგები (“ზალცბურგი”).

თავდამსხმელები: ლუკას ჰინტერზერი (“ინგოლშტადტი”, გერმანია), რუბინ ოკოტია (“მიუნხენ 1860”, გერმანია), მარკ იანკო (“ბაზელი”, შვეიცარია).

შეკრებაზე გამოძახებულთა ტრავმის მიღების შემთხვევაში ავსტრიელთა თავკაცს სათადარიგოთა მოთამაშეებიც შერჩეული ჰყავს:

ანდრეას ლუკსე (“ალტახი”), შტეფან ლაინერი, იასინ ფეჰლივანი, ანდრეას ულმერი (ყველა “ზალცბურგი”), მიხაელ მადლი (“შტურმი”, გრაცი), კრისტოფერ ტრიმელი (“უნიონი”, გერმანია), ფლორიან კაინცი, ფილიპ შობერსბერგერი, ლუის შაუბი (ყველა “რაპიდი”, ვენა), გვიდო ბურგსტალერი (“ნიურნბერგი”, გერმანია), ფილიპ ზულეხნერი (“ავსტრია”, ვენა).

ავსტრია ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში G ჯგუფის ლიდერია. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ავსტრიელები D ჯგუფში ავსტრიის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა.

0.118204