ფეხბურთი

11:56 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: “ჩემი გულის ნაწილი დნეპროპეტროვსკში სამუდამოდ დარჩება”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფრანგულ “რეიმსთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ყოფილ კლუბ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

“მსურს ყველას დიდი მადლობა ვუთხრა: პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელებს, ყოფილ პარტნიორებს და ყველა მწვრთნელს ვისთანაც მიმუშავია, “დნიპროს” თანამშრომლებსა და გულშემატკივრებს.

განვლილი წლების განმავლობაში “დნიპროში” თამაში და წარმატების მიღწევა ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემი გულის ნაწილი დნეპროპეტროვსკში სამუდამოდ დარჩება. ამ კლუბში როგორც ფეხბურთელი საგრძნობად გავიზარდე, რისთვისაც მისი მადლობელია ვარ. “დნიპროს” მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ”, – იუწყება კანკავას სიტყვებს “დნიპროს” ოფიციალური ვებგვერდი.

კანკავას “რეიმსის” შემადგენლობაში დებიუტი საფრანგეთის ლიგა 1-ში “ნანტთან” 0:1 წაგებულ მატჩში ჰქონდა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112957