ფეხბურთი

17:42 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ვრეი კარგადაა, კლოზეს მდგომარეობა უცნობია

რომის “ლაციოს” ვეტერან ფორვარდ მიროსლავ კლოზეს გამოკვლევა ხუთშაბათს ჩაუტარდება, რის შემდგომაც მისი ტრავმის ხარისხი საბოლოოდ დადგინდება. ამის შესახებ რომაული გუნდის ექიმმა რადიო lazio style-თან საუბრისას განაცხადა.

“მიროს მარცხენა ბარძაყის დაზიანება აქვს. მას ხვალ გამოკვლევა ჩაუტარდება და შემდეგ გვეცოდინება ტრავმის ხარისხი”, - თქვა სალვატორიმ.

“არწივების” ექიმმა “ლაციოს” კიდევ ერთი დაშავებული ფეხბურთელის, სტეფან დე ვრეის შესახებაც ისაუბრა:

“საბედნიეროდ, დე ვრეის ტრავმა სერიოზული არაა. ის უბრალოდ დაიღალა და ახლა თავს კარგად გრძნობს”, - დაასრულა მან.

ორივე ზემოხსენებულმა ფეხბურთელმა დაზიანება ლევერკუზენის “ბაიერთან” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში მიიღო, რომელიც იტალიელებმა (1:0) მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068494