ფეხბურთი

15:15 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პიკეს განაჩენი გამოუტანეს

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე 4 მატჩით დასაჯეს. 28 წლის მცველს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სწორედ ასეთი სასჯელი დაუწესა. ესპანეთის ნაკრების უკანახაზელს ლა ლიგის საწყისი მატჩების გამოტოვება “ბილბაოს”, “მალაგას”, “ატლეტიკოსა” და “ლევანტეს” წინააღმდეგ მოუწევს.

პიკეს მკაცრი სასჯელის მიზეზი კი ესპანეთის სუპერთასზე მიღებული წითელი ბარათია, როცა უკმაყოფილო პიკემ ლაინსმენს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საუბარი იმის შესახებაც იყო, რომ მას 12 შეხვედრის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ ჟერარი ასეთ მკაცრ სასჯელს გადაურჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118876