ზურაბ ოჩიგავა კარიერას კიევის “დინამო 2”-ში გააგრძელებს, რომელიც უკრაინის საფეხბურთო პირველ ლიგაში გამოდის.
2013 -2015 წლებში, 20 წლის მცველი მარიუპოლის “ილიჩევეცში” ირიცხებოდა და პირველ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა. მას უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში ერთხელ უასპარეზია.
ოჩიგავას კიევის “დინამო 2”-ში კიდევ ერთი ქართველი მცველი ბადრი აქუბარდია დახვდა, რომელიც ასევე უკრაინის მოქალაქეა.