თამაშგარე

10:27 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის სუპერთასი და თბილისელი მეძავები

დღეს თბილისში ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის სპორტულ ისტორიაში პირველად, ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართება. ამ ისტორიულ მატჩზე საფეხბურთო კუთხით ყველაფერია ცნობილი და შესაბამისად მოლოდინიც ნამეტნავად დიდია, მაგრამ არიან ჩვენში ადამიანები, რომლებიც ამ დიდ მოვლენას ყოვლად არასაფეხბურთო კუთხით უცქერენ.

მოგეხსენებათ, თბილისში უამრავი ესპანელი დ არამხოლოდ ესპანელი მამრია ჩამოსული და სპორტული ტურიზმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი სტუმართა მეძავებში გახვანხვალებაცაა. სტადიონიდან კი თბილისის მრავალჭირნახულ მეძავთა უმთავრესი ნავთსაყუდელი სულ რაღაც ორიოდ ნაბიჯზეა. საინტერესოა გაიარეს თუ არა მათ შესაბამისი მომზადება? გასწვდება მათი ილაჯი პრეტენზიული ევროპელების მომსახურებას? – აი ფიქრი და დარდი რაც ადგილობრივ მეძავთა სარქალებს, იგივე “მამაშებს” აწუხებთ.

თუკი თბილისელ მეძავთმოყვარე ჯეელებს დავერწმუნებით, ბოლო პერიოდში ჩვენებურმა ფეხმსუბუქა ქალებმა მომსახურება საკმაოდ გააძვირეს, აქაოდა, ევროპელები მაინც კარგი გადამხდელები არიან და ჩვენს ტრფობას მოწყურებულ ბიჭებს ისემც უქნიათო, გზანი და კვალნი არევიათო. მაგრამ, გამოხდება ხანი, ესპანელი ინჩასები მათ ცაფირუზხმელეთოვან სამშობლოს დაუბრუნდებიან და თბილისელ მეძავებსაც ერთადერთ იმედად და კლიენტებად ისევ ჩვენებური ვნებამოძალებული ჯეელები შერჩებათ ხელში. რეალობას სად წაუხვალთ პატივცემულებო?...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09378