რაგბი

18:24 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მზადება პოლონეთში გრძელდება (+VIDEO)
მსოფლიოს წინა შეკრება - დღიურის მე-7 ეპიზოდი

შევარდენზე ჩატარებული 5–კვირიანი შეკრების შემდეგ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ფაზის მეორე ნაწილი დაიწყეს. გუნდი წინა კვირას გაფრინდა პოლონეთში, სადაც ‘ცენტიევოს’ ოლიმპიურ ცენტრში წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობს. ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ 2–3 წუთიანი პროცედურა უტარდებათ სპეციალურ კრიო–კამერებში, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია, და ამით ძალთა აღდგენა ჩქარდება.

"შეკრება კარგად დაიწყო. ნამგზავრმა მოთამაშეებმა სული მოითქვეს და ნაყოფიერად ვარჯიშობენ. ჩინებულ დარში ვემზადებით. ცენტრი მსოფლიო დონისაა. ბიჭებს კრიოთერაპია მოეწონათ. მეთოდს ყველანი ვაქებთ. ჯერ ადრეა რამის გადაჭრით თქმა, მაგრამ საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ აქ ჩამოსვლა გვარგებს", გვითხრა მილთონ ჰეიგმა.

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ისიც შენიშნა, რომ კრიოთერაპიის გარდა, გუნდს გარემოს შეცვლაც მოუხდა.

ბორჯღალოსნები შინ 15 აგვისტოს დაბრუნდებიან, ერთი კვირით დაისვენებენ და 24 აგვისტოს გაფრინდებიან ბრიტანეთში, სადაც მზადების მესამე ფაზა ელით.

გთავაზობთ მსოფლიო თასის წინა მზადების დღიურის მორიგ, მე-7 ეპიზოდს

კომენტარებით: მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა

მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129251