ფეხბურთი

10:22 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას ტრანსფერი შეთანხმდა

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს.

L'Equipe-ს ცნობით, გუშინ სტუმრად “ბორდოსთან” 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, “რეიმსის” ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა. ამრიგად, მოსაგვარებელია მცირედი დეტალები, რის შემდეგაც ჯაბა ფრანგული კლუბის მოთამაშე ოფიციალურად გახდება.

თავის მხრივ, უკრაინელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ “დინამოსთან” 1:2 წაგებული შეხვედრა უკანასკნელი იყო კანკავასთვის “დნიპროს” შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114455