ფეხბურთი

16:41 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ჟვანიამ ყოფილ გუნდს მოუგო

ურეკში შეკრებაზე მყოფმა მარტვილის “მერანმა”, რომლის შემადგენლობა ზაფხულში რადიკალურად შეიცვალა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სტარტამდე, ამხანაგური მატჩი პირველ ლიგაში დაწინაურებულ ცხინვალის “ლიახვთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.

მარტვილელთა უკრაინელმა თავკაცმა ვლადიმერ ლობასმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ზარქუა (სევასტიანენკო), რუხაია, ი.ციცხვაია (წურწუმია), შალიკაშვილი, გეგია, კუტალია (კიტოვანი, ფაილოძე), ხორგუაშვილი, ჯღამაია (გვაზავა), ციკოლია (სერგეი კოტი), ბროლაძე (დ.ციცხვაია), წოწონავა.

“ლიახვიდან” ანგარიში ღიბრაძემ გახსნა, ხოლო ხორგუაშვილმა პენალტიდან თანაფარდობა აღადგინა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ბარბაქაძემ ცხინვალელებს მოაგებინა.

პირველ ლიგაში წელს დაწინაურებულ “ლიახვს” მალხაზ ჟვანია წვრთნის, რომელიც თავის სამწვრთნელო კარიერას “მერანში” იწყებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062188