სამი რამა აქვს ბრაზილიელ ხალხს ყველაზე დიადი და თვალშეუდგამი: ფეხბურთის სიყვარული, მომავლის რწმენა და ლამაზ ასულთა შობის საოცარი უნარი. ბრაზილია ხომ ის ქვეყანაა, სადაც მოდარაჯე კაცი თვალის ერთი გადავლებითაც კი დაინახავს ეშხსა და სიკისკისეს ასულთა მათსასას.
ჩვენს პლანეტას უწინამც დღენი დაელიოს, თუკი ბრაზილიას ლამაზმანები დალევა. “ვიქტორია სიქრიტის” ცნობილ სამოდელო სახლს ხომ საერთოდ “ნადირობა” აქვს ბრაზილიელ ასულებზე გაჩაღებული. ბოლო დროს, განსაკუთრებული პოპულარობით, “სიქრიტის” მოდელი, წარმოშობით რიო დეჟანეიროელი იზაბელ გულარტი სარგებლობს, რომელმაც მთელი მსოფლიოს არაერთი ფერადი ჟურნალის ყდა დაისაკუთრა.
ტანაშოლტილი იზაბელი ყველა სიკეთესთან ერთად “სელესაოს” თილისმადაც ითვლება და ამ კუთხით არსებულ დიდ კონკურენციაშიც კი ისე ნათლად და ლამაზად მოსჩანს, როგორც ერთი გონიერი კაცი, აფხაზეთის სეპარატისტრული რეჟიმის თვითმარქვია მთავრობაში.







