ფეხბურთი

12:10 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაჩიბერიძემ “შახტარი” დატოვა

19 წლის ბექა ვაჩიბერიძის და დონეცკის “შახტარის” ახალგაზრული გუნდის გზები გაიყო. ვაჩიბერიძეს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და მხარეებმა ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ნახევარმცველი“შახტარის” ახალგაზრდულ გუნდში 2012 წელს ოდესის “ჩერნომორეციდან” გადავიდა.

ბექას საქართველოს და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ვაჩიბერიძე უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. განვლილ სეზონში ნახევარმცველი “შახტართან” ერთად ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც “ჩელსისთან” 2:3 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10679