განელი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას პორტუგალიის “სპორტინგში” გააგრძელებს.
პორტუგალიური გამოცემა O Jogo-ს ინფორმაციით, მან “სპორტინგში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და ლისაბონელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გასულ სეზონში, 28 წლის ბოატენგი გელზენკირხენის “შალკეში” გამოდიოდა, სადაც დისციპლინის დარღვევის გამო გუნდს ჩამოაშორეს.