ფეხბურთი

11:16 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ua.tribuna.com: “დნიპრო” და “რეიმსი” კანკავაზე შეთანხმდნენ

უკრაინული გამოცემა ua.tribuna.com ირწმუნება, რომ დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” და ფრანგული “რეიმსი” საყრდენ ნახევარმცველ ჯაბა კანკავას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

თავდაპირველად “რეიმსი” მზად იყო საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანში 800000 ევრო გადაეხადა, ხოლო “დნიპრო” 1,5 მილიონს ითხოვდა. საბოლოოდ, ua.tribuna.com-ის ინფორმაციით, მხარეებმა კომპრომისი გამონახეს.

ფრანგული L"Uniоn იუწყება, რომ კანკავამ “რეიმსთან” 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

2007 წელს, “დნიპრომ” ქართველი ფეხბურთელი კიევის “არსენალიდან” 200000 ევროდ შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113719