ფეხბურთი

15:48 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპროს” თავკაცი კანკავასთვის ხელის შეშლას არ აპირებს

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა უკრაინულ გამოცემა “კომანდასთან” განაცხადა, რომ თუ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას გუნდიდან წასვლა სურს, ხელს ვერ შეუშლის.

“თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, მე რა უნდა ვქნა? ადამიანს თავისი ძალების მოსინჯვა ევროპაში უნდა. მითუმეტეს, რომ ჯაბა “დნიპროს” დიდი ხანია კეთილსინდისიერად ემსახურება. ასეთი შემსრულებლისგან მაქსიმალური დახმარების მოთხოვნა უკვე ძნელია. ცუდია, რომ მის პოზიციაზე შემცვლელი არ გვყავს. აგენტები სხვა მოთამაშეებს არ ასვენებენ და ეს არა მხოლოდ მათ მოქმედებებზე, არამედ, მთელ გუნდზე აისახება” – განაცხადა მარკევიჩმა.

კანკავას ფრანგულ ლიგა 1-ში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “რეიმსი” ეპატიჟება და დიდი შანსია საყრდენმა ნახევარმცველმა კარიერა ხსენებულ კლუბში გააგრძელოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116254