ძიუდო

14:00 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ნახევარფინალი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები რობინზონ ბეგლარაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე ნახევარფინალში გავიდნენ. ნატალია ყიფშიძე (48 კგ) კი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა და რეპეშაჟში გადაერთო.

ბეგლარაშვილმა ნახევარფინალის გზაზე სომეხი ტიგრან ბადალიანი და აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი ჩამოიშორა. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კი ჰოლანდიელ ლარს კამპუისს დაუპირისპირდება.

ნინიაშვილმა მოლდოველი კონსტანტინ გაბუნი და ებრაელი ოფეკ შანი ჩამოიშორა და წინ იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დაჭიდება ელის.

ნატალია ყიფშიძემ ტურნირი თურქ ტუგჩე ბედერთან მარცხით გახსნა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი რუს დარია ხარლაპანოვას დაუპირისპირდება.

საღამოს ბლოკის შეხვედრები 16 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113676