თამაშგარე

10:18 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოფიამ ოცნება აისრულა

პოპულარული ავსტრიელი მოდელი, სოფია სტრობელი, ინტერნეტის სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც იქნა აისრულა ბავშვობის ოცნება და თავის კუმირს, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების აწ უკვე ვეტერანს, ლოთარ მათეუსს შეხვდა. შეხვედრა სპონტანურად, ბერლინში მომხდარა და ძია ლოთარს ეს ჩვენი სოფია კაფეშიც დაუპატიჟებია.

სოფია სტრობელი დიდი ემოციებით აღსავსე წერს, რომ მისთვის ლოთარი არამხოლოდ როგორც სპორტსმენი, არამედ როგორც მამაკაციც სანიმუშოა და ბედნიერი იქნება, თუკი მათი მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება. მარტივად რომ შეხედო, წესით ამ ქალთან ურთიერთობების გაგრძელება სულაც არ უნდა იყოს რთული.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სოფია სტრობელს უკვე საკმაოდ დიდი და მტკიცე ნაბიჯები აქვს გადადგმული სამოდელო სამყაროში თავის დასამკვიდრებლად და იგი სულაც არ უნდა განვიხილოთ როგორც ჰერ ლოთარის ჩვეულებრივი ფანი გოგუშკა, როგორებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149756