ფეხბურთი

20:45 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” კანი და მოსკერა დაიმატა

ლა კორუნიის “დეპორტივომ” ორი ნახევარმცველი დაიმატა – 33 წლის კანი “ვილიარეალიდან” და 27 წლის პედრო მოსკერა “ელჩედან”. აღნიშნული ინფორმაცია გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ორივე მოთამაშე ახალ კლუბს უფასოდ შუერთდა და “რიასორზე” ერთი სეზონით ითამაშებენ.

მოსკერამ გასულ ლა ლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება კანის, მან სეზონი “ვილიარეალის” რიგებში დაიწყო, ხოლო ზამთარში მადრიდის “ატლეტიკოში” გადაბარგდა. ჯამში კი, 20-ჯერ მოუწია მოედანზე გასვლა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.


0.158723