რუსეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში სარანსკის “მორდოვია” მოსკოვში “დინამოს” ეწვია და ოთხგოლა ფრე ეთამაშა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ქართველმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა.
გაშვებულ გოლებში ნუკრის წვლილი არ მიუძღვის. ანგარიში 12-ე წუთზე იონოვმა ახლო მანძილიდან გახსნა – ქართველ კიპერს არანაირი შანსი არ ჰქონია. 24-ე წუთზე ლუტსენკომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 28-ე წუთზე რევიშვილის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. 28 წლის მეკარემ წინა ტურისგან განსხვავებით 11-მეტრიანის მოგერიება ვერ შეძლო და მატიე ვალბუენამ “დინამო” დააწინაურა. საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე დონალდმა დააფიქსირა, რომელმაც ასევე პენალტის ნიშნულიდან მოახერხა გატანა.
უნდა ითქვას, რომ რევიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის, რომ მისმა გუნდმა ქულა მოიპოვა. მან 45-ე წუთზე სასნინს ძალიან რთული ბურთი აუღო და საკუთარ გუნდს ქულის მოპოვების შანსი შეუნარჩუნა.
“მორდოვიას” ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება.
“დინამო” “მორდოვიას” მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:
http://footyroom.com/dinamo-moscow-2-2-mordovya-2015-07/
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნიაზა ძიაპშიპა მეკარე არ იყო
ერთი მართლა კარგი ბურთი აიღო
ლორიაზე მეტად სტაბილურია ქეცბაისთან კომფლიკტი სადაც ჩემი აზრით არ იყო მართალი რისი თქმის საფუძველს გორის მომენტიც მიდასტურებს თორემ ლორიას არ მოუწევდა პირველი ნომრობა ეს ჯობია გათიშვით კი ყველა ითიშება ქართველების სენია მგონი ძიაპშპადან მოყოლებული გოგია გაბელია ბალაძე დევაძე რავი ყველას ქონდა ეგ შავი ლაქა ეს მე პირველი მგონია დღესდდღეისობით თუ ახალგაზრდულის მეკარებმა შავი ლაქა მოიშორეს მხოლოდ მაგ შემთხვევაშიბაჯობებენ. ისე ქართველებს პატიობის უნარიც შეგვწევს ჯობია დავაბრუნოთ პირველ ნომრად ლორიამ უმატა გათიშვებს.
ნუკრი ლორიაზე ნაკლები მეკარე ნამდვილად არაა
რევიშვილის ბრალი მართლა არ იყო გოლები. ჯამში კარგად ითამაშა.