რაგბი

15:34 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

SEU 7 კაცა რაგბის ევროპული უნივერსიადის რეკორდსმენია

SEU-მ დაამყარა რეკორდი და მესამედ გახდა ევროუნივერსიადის გამარჯვებული და თან ზედიზედ მესამედ:

- 2013 წელი - სოფია, ბულგარეთი;
- 2014 წელი - როტერდამი, ჰოლანდია;
- 2015 წელი - ბუდაპეშტი (გოდოლო), უნგრეთი.

7 კაცა რაგბის ევროპული უნივერსიადების ისტორიაში სეუ ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც ჯერ არცერთი თამაში წაუგია და 22 თამაშიდან ყველა, 22 გამარჯვება მოიპოვა.

SEU -ს 7კაცა რაგბის გუნდი ევროპის ქვეყნებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზე გადავიდა.

2015 წლის უნგრეთის 7 კაცა რაგბის ევროპულ უნივერსიადაზე
SEU-ს შედეგები:
სეუ 50 : 0 უნგრეთის უნივერსიტეტი
სეუ 33 : 7 უტრეხტის უნივერსიტეტი
სეუ 17 : 12 პორტუგალიის უნივერსიტეტი
სეუ 45 : 5 გერმანიის უნივერსიტეტი
სეუ 25 : 7 მოლდოვის უნივერსიტეტი
სეუ 25 : 7 იტალიის უნივერსიტეტი
ფინალი: სეუ 61 : 10 იტალიის უნივერსიტეტი.

SEU-მ უნგრეთში ჩატარებულ საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: კალანდაძე დიმიტრი, კობახიძე ბახვა, დავითაშვილი შალვა, სალდაძე ჟორჟი, კიკვაძ იოსები, ფოფხაძე ლაშა, ბაბუნაშვილი გიორგი,ბებიაშვილი ბექა, კალანდარიშვილი ლევანი, კოპაძე დაჩი, კოლელიშვილი ბაჩანა, ჯინჭველაშვილი რევაზი
მთ. მწვრთნელი:
ხამაშურიძე ბესიკი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი:
ჭყოიძე გიორგი

ექიმი:
მურადაშვილი გიორგი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.181206