საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელ გიორგი პაპუნაშვილის გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ ბრემენის "ვერდერში" ტრანსფერს მხოლოდ გუნდის მხირდან ოფიციალური დასტური აკლია. 19 წლის ნახევარმცველი უკვე ბრემენშია და თავისი ახალი კლუბის მატჩსაც დაესწრო.
პაპუნაშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც იგი "ვეზერშტადიონზეა", სადაც დღეს, "ბრემენელმა მუსიკოსებმა" ესპანურ "სევილიას" ამხანაგურ მატჩში აჯობეს (3:1).
ოფიციალურად ქართველი შემტევის გერმანულ გუნდში ჩარიცვხა ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა უახლოეს დღეებში ეს ინფორმაციაც გაიჟღერებს.









