კალათბურთი

14:05 | 24.07.2015 | ნანახია 2543 - ჯერ

მარკოიშვილი და ცსკა დაშორდნენ

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა “არმიელთა” რიგები დატოვა. ფორვარდი კლუბის ხელმძღვანელობას ესაუბრა და თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ეროვნული ნაკრების წევრი.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს, რათა შესაძლებლობა მომცეს ევროპის საუკეთესო კალათბურთელების გვერდით მეთამაშა და საუკეთესო ორგანიზაციის ნაწილი გავმხდარიყავი. მხოლოდ ერთი რამით ვარ იმედგაცრუებული, ევროლიგის მოგება ვერ შევძელით. მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარსა და ადამიანს, რომლებიც მეხმარებოდნენ”, – ციტირებს ოფიციალური გვერდი მანუჩარის სიტყვებს.

მარკოიშვილმა ცსკა-ს რიგებში 42 მატჩი ჩაატარა (10 სასტარტო). საქართველოს ნაკრების წევრი საშუალოდ 15 წუთს თამაშობდა, აგროვებდა 5.7 ქულას, 1.9 მოხსნას, 1.1 გადაცემას და 0.7 ჩაჭრას. გუნდთან ერთად მანუჩარი რუსეთის ჩემპიონი და ვითიბი ლიგის გამარჯვებული გახდა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:51 | 24.07.2015
dinamo222 (8587)

მადლობა ღმეერთს !!

17:47 | 24.07.2015
Erovnuli-Nakrebi (11812)

რეალი, ან ბარსელონა

17:36 | 24.07.2015
texaseli (288)

vitas xom ar ukavshireben magram ar mgonia camovides amas jer kidev kai mayutis shovnis varianti aqvs aq tracligashi ra unda gadauxadon

16:59 | 24.07.2015
BEERTRANCE (97819)

როგორც იქნა

14:29 | 24.07.2015
stoikovich (5984)

ეფესის ვარიანტზე იყო ლაპარაკი, თუ გამოვიდა კარგია.

14:18 | 24.07.2015
Torres9 (12692)

კარგია მანუსთვის და ორმაგად სასიამოვნოა როცა კლუბს და სპორტსმენს შორის დაშორება ესე თბილად ხდება...ვითა გაქაჩავს მანუს?!

0.068423