მიუხედავად იმისა, რომ მის ქონებას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება და ღვთის მიერ ბოძებული სილამაზის გამოისობით შემოსავალიც გვარიანი აქვს, რუსი მოდელი ირინა შეიკი მაინც ნამეტნავად მომჭირნეობს და როგორც ჩვენში იტყვიან, სახარჯოდ ერთ ზედმეტ კაპიკსაც კი არ ატანას ქარს.
რამდენიმე წლის წინ, მაშინ როდესაც ირინა და კრიშიანუ რონალდუ სატრფოობდნენ, ირინამ საკუთარი დანაზოგით კუნძულ მალტაზე ვილა იყიდა და იქ რამდენჯერმე ის და პორტუგალიელი ფეხბურთელი მზეზე ნებივრობის დროს დააფიქსირეს. ახლა როგორც ჩანს შეიკს მალტის ვილა აღარ სჭირდება და მის გაყიდვას აპირებს.
არ ვიცით რატომ მოისურვილა შეიკმა იმ დაშხოშიანი სახლის გაყიდვა, შეიძლება აღნიშნული ვილა რონალდუს ახსენებს და ძველ მოგონებებს გაურბის, მაგრამ თავად ამ ფაქტს მერკანტილური მიზნებით ხსნის და ამბობს, რომ უბრალოდ ძვირი უჯდება მისი შენახვა და ირინა კი ის ქალი არაა, ფული ჰაერში რომ აბნიოს.







