თბილისურ “ვითას”, რომელიც მომავალ სეზონში ვთბ-ლიგაში ითამაშებს, რუსი სპეციალისტი პაველ გოოგე გაწვრთნის. აღნიშნულის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდს კლუბის პრეზიდენტმა თემურ დათიკაშვილმა განუცხადა.
ქართველ გულშემატკივრებს პეტერბურგელი მწვრთნელი ბათუმის “ბასკოდან” უნდა ახსოვდეთ, სადაც ის 2000-2001 წლებში მუშაობდა. გარდა ამისა, გოოგე ეკატერინბურგის “სკა-ურალს”, პერმის “ურალ-გრეიტს”, სარატოვის “ავტოდორს” და სამარის ცსკ-ვვს-ს წვრთნიდა, მანტიგორსკის “მეტალურგში” მწვრთნელ-კონსულტანტის რანგში იყო, ხოლო მოსკოვის ცსკა-ში სახელოვანი დუშან ივკოვიჩის თანაშემწე გახლდათ.
პაველს სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია: გასული საუკუნის მიწურულს მან რუსეთის 22-წლამდელთა გუნდის ევროპის ჩემპიონატზე ათამაშა. სხვა საქმეა, რომ დაახლოებით 10 წელია, გოოგეს სერიოზულ დონეზე სამუშაო პრაქტიკა არ ჰქონია, ეს კი, პლიუსად ნამდვილად ვერ ჩაეთვლება.
შეგახსენებთ, რომ “ვითას” ტურნირზე დაშვების საკითხი ვთბ-ლიგის საბჭოს გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა. კლუბს სერიოზული მიზნები აქვს და შეჯიბრისთვის, რომელიც სტარტს ოქტომბერში აიღებს, ძლიერი ქართველი კალათბურთელების და 6 ლეგიონერის დამატებას აპირებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დასაწყისისთვის არა უშავს, მაგარამ მერე იმედს ვიტოვებ, სხვა ლიგაში ვნახავთ "ვითა" -ს.
არ მომწონს მწვრთნელი. რუსობის გამო არა, არაფერი გამორჩეული კარიერა არა აქვს და თან ბოლო წლებში არ უმუშავია
Bichobo soxumshi vigac tipi roiyo da mere nbashi ro wavida raerqva magas?
გრეგ სტიემსმა
ხალხნო რა დონეზე ხართ პოლიტიზირებული რა ყველგან პოლიტიკა გელანდებათ...ყველას არ ეხება რა თქმა უნდა
რა "ორიგინალურია" ამ კლუბის პატრონი რუსი რომ დანიშნა მწვრთნელად.
როგორ გამიკვირდააა ... :-)))
რა გითხრათ მეგობრებო, პრაგმატული თავიდან მეც გამეხარდა ეს ამბავი (რუსეთის ლიგაში თამაში), მაგრამ მაინც რაცხა რუსეთუმეობის სუნი უდის ამ ყველაფერს და რა ვიცი... რა ვიცი...
მეორეს მხრივ მარკოიშვილმა და სანიკიძემ რა ჩიტიც დაიჭირეს რუსეთში გადასვლით კი ვნახეთ. რა თქმა უნდა ეს ორი მოვლენა (ვითას რუსეთის ლიგაში თამაში და მარკოიშვი/სანიკიძეს იქ გადასვლა) პირდაპირ კავშირში არ არის ერთმანეთთან, მაგრამ გლობალური თვალსზრისით რუსეთი მაინც რუსეთია, სადაც ქართველები ეზიზღებათ და საქართველოს მტერ ქვეყანად თვლიან. ამიტომ არ მგონია მაი კაი ამბავი...
ესაა ჩემი კომენტარი (მეგრული აქცენტით).
..
Zlieri treneria sachiro
კარგია ეს ვტბ ლიგა სპორტული ტვალსაზრისიტ ,მაგრამ ევროტურნირებზე რატომ არ გადიან?მაინცადამაინც რუსებს რო არ შევტენოდით..რაგბი ვტბ, კალათბურთი ვტბ,,,უკრაინამ დატოვა ეგ ლიგა და ჩვენ შევედით..1-2 წელიწადში ვიკნებით ჩვენ,რუსები.ყაზახები და ბელარუსი...ვაშა
ევრო ტურნირებზე ,როგორ ითამაშებს, როცა საქართველოს სუპერლიგაშიც კი არაა ჯერ დაშვებული ვითა.
levani82
თურქ ტელეკომი იყო
levanbagdateli
კიდევ სანაძე. ის ვითა ძაან მაგარი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ 1 სეზონით კი აღადგინეს, მაგრამ ის ვითა ძაან ძლიერი იყო. ფინალები სულ ვითა-აზოტი იყო და ყოველთვის 3-2 ვითას სასარგებლოდ მთავრდებოდა. ევროტურნირებზეც თამაშობდა. მეტოქე ვინც მახსენდება ეს იყო იტალიური რიელო და შემდეგ თურქული გუნდიც იყო, ოღონდ მისი სახელი აღარ მახსოვს ორ სახელიანი იყო და მგონი კოლეჯიც ერია
getanxmebi buratino arada rogori imedi mqonda lejavas da misnairebis moyvanas azri araaq imedia vcdebit da yvelaperi kargad ganvitardeba
ეეჰ, ეს არის მაგარ კალათბურთელებს და მწვრთნელს მოიწვევენო? ასე აპირებენ ესენი ვითიბი ლიგაში თამაშს? პაველ გოოგეზე უკეთეს რომ ვერ ნახავ, რისი იმედი უნდა გვქონდეს? თუ სერიოზულად რამე უნდათ, ბაგატსკისზე ნაკლები დონის დამრიგებელი არ უნდა მოიყვანონ. არადა, ახლა უკვე ვფიქრობ რომ ამ გუნდში გარეთ მოთამაშე ქართველებიდან (ვისაც ველოდით) არც ცქიტო არც სანიკიძე არც შერმადინი და არც ბურჯანაძე არ მოვლენ. მარტო საქართველოს ჩემპიონატიდან შეიძლება გადმოვიდნენ ცინცაძე, მეტრეველი, შარაბიძე და ლეჟავა. მაგრამ განა ეს საკმარისი იქნება. უკვე აღარც ის მგონია რომ რეალურად ძლიერ ლეგიონერებს გადმოიყვანენ.
რა ვიცი, ნეტავი ვცდებოდე მაგრამ დასაწყისმა ნაღდად არ ივარგა
ლევან შენგელია ჩემი გუნდელი იყო 8 წელი... 16 წლამდე 18 მდე და 20მდე ნაკრები აქ ნათამაშები... კოკოშკოვთან კონფლიკტის გამო დიდი ნაკრები როგორც ცქიტოს ისე არ აღირსეს... ნეპოტიზმი არაფერ შუაშია... და არც თოკოს ვინმეა ან კახასი... იმედია კარგად ითამაშებს ტრამვა ქონდა სერიოზული 2 წლის წინ
მთავარია გუნდი ათამაშდეს და კარგი კოლექტივი შედგეს, თორემ კლიპერსში დოკ რივერსი საკუთარ შვილს ათამაშებს, კარგი მოთამაშე იყოს და რა მნიშვნელობა აქ ვისი შვილი თუ ნათესავი იქნება, უბრალოდ არ მინდა ის მოხდეს რაც საქართველოში "ყველგან" ხდება, ნეპოტიზმის პიკი და ფულზე დახამებული საზოგადოება, ძალიან კარგი შანსი გვაქ და არ უნდა გავაუფასუროთ
ragac dasawyisi ar momewona ar mgonia es magali donis mwvrtneli iyos imedia vcdebi
ჩემი გვარი არც ია და არც ავა-ზე არ მთავრდება და არც მე მომწონს ნეპოტიზმი მაგრამ მაგით ნებსით თუ უნებლიეთ კომფლიქტს იწვევთ და ალბათ ეწყინებათ იმ ადანიანებს ვისი გვარიც მასეთი დაბოლოებიბითა აქ გვარი კიარა საქციელია მთავარი როცა ამ დაბოლოებების გვარებს წარმატება მოაქვს მაშინ???
ალბათ აზრი მისახვედრი იყო რომ ნეპოტიზმს გავუსვი ხაზი თორემ არც "ია"-ს ვერჩი და არც "ავა"-ს, ფაცაცია,ფაჩულია,შენგელია და კიდევ რამდენიმე კალათბურთელია გვარის მსგავსი დაბოლოებით, კარგი შანსი გვაქვს კალათბურთი ავაღორძინოთ და ბიჭებმა მაღალ დონეზე ითამაშონ და იმედია მხოლოდ ფულის კეთებასა და სანათესაოს დასაქმებას არ მიჰყოფენ ხელს, თუ გუნდი მაღალი დონის იქნება თუ უნდათ სულ "ია-ავა"-მ ითამაშოს
stripslashes((strlen('http://basketball.eurobasket.com/team/Georgia/BC_VITA_Tbilisi/3542?Page=1')>0?'http://basketball.eurobasket.com/team/Georgia/BC_VITA_Tbilisi/3542?Page=1':'http://basketball.eurobasket.com/team/Georgia/BC_VITA_Tbilisi/3542?Page=1'))
ჯერ-ჯერობით გუნდში 1 კაცი ირიცხება ვითაში და ეს გახლავთ ლევან შენგელია, არ გამიგია თუმცა NCAA1-ში გამოდიოდა, ეგრე წერია, PF-C პოზიცია და გვარით თუ ვიმსჯელებთ ვიცე-პრეზიდენტის ვიღაც იქნება შვილი/ძმის შვილი ან რაიმე ეგეთი,ეს არის და ეს ჯერ-ჯერობით,იმედია სანათესაოს დასაქმებას არ გააგრძელებენ და სულ "ია" "ავა"-ზე დამთავრებულ გავრებს არ გავიგონებთ, მწვრთნელს კი რაც შეეხება 2005 წლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერაზე ცნობები არ არი,Coach Assistant: 2004-2005: CSK VVS-Samara (Russia-Superleague), მაგის მერე მწვრთნელი არ ყოფილა არსად
მწვრთნელი და მსაჯია დედამისი ხათუნა გაბედავა
ლევან შენგელია ჩემი გუნდელი იყო 8 წელი... 16 წლამდე 18 მდე და 20მდე ნაკრები აქ ნათამაშები... კოკოშკოვთან კონფლიკტის გამო დიდი ნაკრები როგორც ცქიტოს ისე არ აღირსეს... ნეპოტიზმი არაფერ შუაშია... და არც თოკოს ვინმეა ან კახასი... იმედია კარგად ითამაშებს ტრამვა ქონდა სერიოზული 2 წლის წინ
უსტო დაგენიშნათ სანაკრებო ბატალიები რომ მორჩება თავისუფალია კაცი. ეგეთი მაღალკვალიფიური ტრენერის გაცდენა როგორ შეიძლება, დაგასწრებთ ვინმე და მერე ირტყით თავში ხელი
აუ რარაცა პესიმისტურად განვეწყცე ამ კაცის მიმართ, ვინმე ბაგატსკისის დონის მაინც გვინდა
კარგი წამოწყებაა, იმედია მაღალი დონის საკლუბო კალათბურთი დაგვიბრუნდება თბილისში. ისე გახსოვთ, თავის დროზე როგორი მაგარი კლუბი იყო ვითა, რა მაგარი კალათბურთელები თამაშობდნენ, მაგალითად: ნაცვლიშვილი, ჩხეიძე, შენგელია, ტურაშვილი, ჩერქეზიშვილი, კოკოლიშვილი, კობეშავიძე, ვაშაკიძე, ჩერქეზიშვილი, ხოშტარია და ა. შ. 90-იანი წლების შუაში მართლაც კარგი საკალათბურთო დონე გვქონდა.