ფეხბურთი

14:11 | 20.07.2015 | ნანახია NaN - ჯერ

რევიშვილმა მარცხი საკუთარ თავზე აიღო

სარანსკის “მორდოვიას” მეკარე ნუკრი რევიშვილმა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის პირველ ტურში სახლში მოსკოვის “ლოკომოტივთან” მარცხი (0:1) საკუთარ თავზე აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ეს “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა.

- ახალ გუნდში დებიუტს როგორ შეფასებთ?

- პირველი თამაში ყოველთვის რთულია. საერთო ჯამში გუნდმა კარგად ითამაშა. გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრა ისეთი ბურთი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. პირველი თამაშის წაგება საწყენია, მაგრამ იმედია მომდევნო მატჩებში დადებით შედეგს მივაღწევთ.

- “მორდოვიას” კარში გასული გოლის ეპიზოდში ყველას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ბურთი კარს ცდებოდა. რაიმე რიკოშეტი მოხდა?

- დიახ. საწყენია, რომ ასეთი გოლი გავუშვი.

- ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებთ?

- რა თქმა უნდა.

- თქვენს კარში დანიშნული პენალტის ეპიზოდში, რომელიც მოიგერიეთ ბურთის მიმართულება გამოიცანით თუ რეაქცია დარტყმაზე გააკეთეთ?

- ცხადია, გამოვიცანი. დარტყმაზე რეაგირება ძალიან რთულია.

0.064621