სხვა

11:32 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ სოფელს ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც თბილისში სტარტს 26 ივლისს აიღებს, ოლიმპიურ სოფელს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.

კობიაშვილი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი 100 მატჩი ჩაუტარება, 20 ივლისს დილას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფლის გახსნაზე ოფიციალურად წარადგინა.

განვლილ სეზონში კობიაშვილი გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე ბერლინის “ჰერტას” აკადემიაში მუშაობდა. ბერლინელებთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114159