ფეხბურთი

6:00 | 20.07.2015 | ნანახია 2493 - ჯერ

რევიშვილის აქტიური დებიუტი (+VIDEO)

რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში სარანსკის “მორდოვიამ” მოსკოვის “ლოკომოტივი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა (0:1).

მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ქართველ მეკარეს ნუკრი რევიშვილს. ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე თავური დარტყმით სკულეტიჩმა გაიტანა. სამწუხაროდ, გაშვებული ბურთი ქართველი კიპერის შეცდომას მოჰყვა. თუმცა, ნუკრიმ დაშვებული შეცდომა მალევე გამოასწორა და 73-ე წუთზე მაიკონს პენალტი არ გაატანინა.

მოსკოველთა განაცხადში იმყოფებოდა 18 წლის ნიკა ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:17 | 20.07.2015
defooman (282)

არა, ძალიან ჩუდი მატჩი ჩაატარა, ერთი ეგ გოლი და მეორე კიდე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი სახეში მოხვდა. ისე კაი პენალტი კი მოხსნა.

12:51 | 20.07.2015
giomebo (1190)

რანაირად გამოასწორა თუ 0-1 წააგო და ამის შეცდომით გავიდა ის 1 ბურთი?

12:43 | 20.07.2015
M.U 2016 (2045)

დილასთვის ადრე ეთქვა უარი და მიგინეიშვილს არ გაუშვებდა) ახლა ჯანდაბაშI ქონია გზა ამ მოხალატეს და ფულის ხამს

11:16 | 20.07.2015
KingKong4 (267)

Aqtiuri ara torola

10:16 | 20.07.2015
araza-1918 (6330)

ხუბუტიას ბედი ელის სარანსკში ნუკრის

09:52 | 20.07.2015
sabonis (9584)

კი უცნაური ბურთი გაუშვა ისე ჩანდა თითქოს მისი ბრალი იყო, მარა ისე მკვდარ კუთხეში წავიდა ბურთი თითქოს ცდებოდა და მოუხვია ბოლო მომენტში, წარმატებები ნუკრის.

0.11654