როგორც სოციალურ ქსელში ოზურგეთის “მერცხალის” ოფიციალური გვერდი იუწყება, ურეკში შეკრებზე მყოფმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.
“მერცხალმა” 2:1 დაამარცხა ბაქოს “ნეფთჩი 2”. ქართული კლუბიდან გოლები ზვიად ციკოლიამ და ნიკა ჭკუასელმა გაიტანეს.
18 ივნისს, ოზურგეთის “მერცხალი” და ბაქოს “ნეფთჩი 2” კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.