თამაშგარე

16:33 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ესპანეთში ყველაზე პოპულარული კაცია

“დიდი სლემის” 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი ესპანეთში ყველაზე პოპულარულ კაცად აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას Mედია Pერსონალიტყ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გამოკითხვაში მონაწილეობა 3 ათასმა ესპანელმა მიიღო. ნადალმა ისეთ ცნობილ სპორტსმენებს აჯობა, როგორებიც ანდრეს ინიესტა და პო გასოლი.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახომ რაფაელ ნადალი “დამსხურებული შრომისთვის” მედლით დააჯილდოვა. ესპანეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამოქალაქო ჯილდოა.

0.13804