ფეხბურთი

16:58 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაბაიე “კრისტალ პალასში” ითამაშებს

“კრისტალ პალასის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და აწ უკვე პსჟ-ს ყოფილი ნახევარმცველი იოჰან კაბაიე კარიერას ლონდონურ კლუბში გააგრძელებს. ფეხბურთელმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და “არწივებთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კაბაიე “ლილის აკადემიის აღზრდილია და ფრანგული გუნდის რიგებში 2004 წლიდან 2011 წლის ივლისამდე ასპარეზობდა, შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი “ნიუკასლ იუნაიტედში” გადაბარგდა. 2014 წლის იანვარში იოჰანმა “კაჭკაჭების” რიგები დატოვა და “პარი სერ ჟერმენს” შეუერთდა. ამჟამად კი კვლავ პრემიერლიგას დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10911