ფეხბურთი

14:28 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ფორლანი “პენიაროლში” ითამაშებს

ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “პენიაროლში” გააგრძელებს.

ინტერნეტპორტალ mid-day.com-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ გუნდში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. თუმცა, მანამდე 4-ნომრიანი მაისურის აღება სურდა, რომლითაც “პენიაროლში” მამამისი გამოდიოდა.

განვლილ ორ სეზონში ფორლანი იაპონიის ჯეი-ლიგაში “სერეზო ოსაკაში” გამოდიოდა, სადაც საერთო ჯამში 49 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167149